რა არის ტკტ კლუბი?

TKT.GE მადლობას გიხდით ერთგულებისთვის და გთავაზობთ TKT კლუბს, რომლის მეშვეობითაც ლოიალურ მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება მიიღონ დამატებითი სარგებელი გამომუშავებული ქულების შესაბამისი ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით შედგენილი ბენეფიტების სახით.

როგორ გავწევრიანდე?

TKT კლუბში გაწევრიანება მარტივია:

ვებ გვერდზე

  1. გაირეთ ავტორიზაცია (თუ ჯერ არ ხართ რეგისტრირებული ჩვენ ვებსაიტზე, დარეგისტრირდით მარტივად)
  2. „ჩემი პროფილის“ ველში დააჭირეთ ღილაკ „გაიგე რამდენი ქულა გაქვს“
  3. მიიღეთ საჩუქრად საწყისი 500 ქულა + იმავე რეგისტრაციით კლუბში გაწევრიანებამდე ნაყიდი ყველა ბილეთის შესაბამისი ქულა და გაიგეთ თქვენი სტატუსი

აპლიკაციაში

ავტორიზაციის გავლის შემდეგ, პროფილის ველში დააჭირეთ ღილაკს „გაიგე რამდენი ქულა გაქვს“ და გაააქტიურეთ თქვენი ქულები

- დიახ, გაწევრიანებამდე რეგისტრაციით შეძენილი ბილეთების ქულები დაგერიცხებათ TKT კლუბში გაწევრიანების შემდეგაც..

მიმდინარე აქცია:
TKT Club-ში გაწევრიანებისთანავე საჩუქრად გადმოგეცემათ 500 ქულა.

როგორ დავაგროვო ქულები?

ქულების დაგროვების პრინციპი მარტივია, თქვენ ყიდულობთ - ჩვენ გჩუქნით!

Tkt.ge-ზე ბილეთების შეძენის შემთხვევაში, თქვენ მიერ დახარჯულ ყოველ 10 ლარზე დაგერიცხებათ 1 TKT ქულა. დაგროვილი ქულების შესაბამისად კი მოგენიჭებათ სტატუსი Basic, Silver ან Gold.

  • Basic - 500 - 800
  • Silver - 800 - 2000
  • Gold - 2000 +

რა ბენეფიტები აქვს TKT კლუბს?

ბენეფიტები BASIC SILVER GOLD
მატარებლის ბილეთის დაბრუნება
კინოს ბილეთის დაბრუნება 60% 80% 90%
საიტის საკომისიო 30% ქეშბექი -50% უფასო
ბილეთის დაბრუნება
(ნებისმიერი 2 შეკვეთა წლიურად)
75% * 90% 100%
ბილეთების დაჯავშნა
TKT კონსიერჟი
  • *გაითვალისწინეთ, რომ ბილეთის თანხის 75%-ის დაბრუნებას შეძლებთ წლის განმავლობაში ორი ნებისმიერი სპორტული ღონისძიების შეკვეთაზე

Basic სტატუსის მქონე მომხმარებლები სარგებლობენ ბენეფიტებით:

  • დარეგისტრირებისას საჩუქრად 500 ქულა (საიზე რეგისტრაციისას ავტომატურად გენიჭებათ Basic სტატუსი და საჩუქრად გერიცხებათ 500 TKT ქულა + იმავე რეგისტრაციით კლუბში გაწევრიანებამდე ნაყიდი ყველა ბილეთის შესაბამისი ქულა)
  • კინოს ბილეთის დაბრუნება - 60%
  • ქეშბექი ბალანსზე - საკომისიოს 30% (დაიბრუნე თითოეული ბილეთის საკომისიოს 30% ბალანსზე და გამოიყენე როცა გინდა)
  • ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობა (დასაბრუნებლად ღონისძიების ჩატარებამდე დარჩენილი უნდა იყოს მინიმუმ 10 დღე. ბილეთის თანხის 75%-ის დაბრუნებას შეძლებთ წლის განმავლობაში ორი ნებისმიერი სპორტული ღონისძიების შეკვეთაზე)

Silver სტატუსის მქონე მომხმარებლები სარგებლობენ შემდეგი ბენეფიტებით:

  • 50% ფასდაკლება საიტის მომსახურების საკომისიოზე
  • კინოს ბილეთის დაბრუნება - 80%
  • ბილეთის დაჯავშნა 5 დღის ვადით (ჯავშანი აქტიურია ღონისძიების ჩატარებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე. თუ ღონისძიებამდე დარჩენილია 5 დღეზე ნაკლები და ჯავშანი არ არის გამოსყიდული, იგი უქმდება)
  • ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობა (დასაბრუნებლად ღონისძიების ჩატარებამდე დარჩენილი უნდა იყოს მინიმუმ 5 დღე. ბილეთის თანხის 90%-ის დაბრუნებას შეძლებთ წლის განმავლობაში 2 ნებისმიერ აქტიურ შეკვეთაზე)


Gold სტატუსის მქონე მომხმარებლები სარგებლობენ ბენეფიტებით:

  • საიტის მომსახურების 0% საკომისიო
  • ბილეთის დაჯავშნა 10 დღის ვადით (ჯავშანი აქტიურია ღონისძიების ჩატარებამდე მინიმუმ 3 დღით ადრე. თუ ღონისძიებამდე დარჩენილია 3 დღეზე ნაკლები და ჯავშანი არ არის გამოსყიდული, იგი უქმდება)
  • ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობა (დასაბრუნებლად ღონისძიების ჩატარებამდე დარჩენილი უნდა იყოს მინიმუმ 3 დღე. ბილეთის თანხის 100%-ის დაბრუნებას შეძლებთ წლის განმავლობაში 2 ნებისმიერ აქტიურ შეკვეთაზე)
  • TKT კონსიერჟი, რომელიც გეხმარებათ არსებული ბენეფიტებით სარგებლობაში.

აქვს თუ არა ვადა სტატუსს?

სტატუსი უვადოა, შესაბამისად Silver და Gold სტატუსის მიღების შემდეგ ბენეფიტების გამოყენებას შეძლებთ მუდმივად.

კინოს ბილეთების დაბრუნების წესები:

კინოს ბილეთის დასაბრუნებლად, აუცილებელია, იყოთ დარეგისტრირებული ჩვენ საიტზე და გაწევრიანებული TKT Club-ში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის გარეშე შეძენილი ბილეთების დაბრუნებას ვერ შეძლებთ.
ბილეთის თანხა ბრუნდება კლუბის სტატუსის მიხედვით:
Basic – ბილეთის ღირებულების 60%
Silver – ბილეთის ღირებულების 80%
Gold – ბილეთის ღირებულების 90%
დაბრუნების ფუნქციით სარგებლობისთვის, აუცილებელია, რომ კინოსეანსის დაწყებამდე დარჩენილი იყოს მინიმუმ 3 საათი.

  • *გაითვალისწინეთ, რომ დაჯავშნის და დაბრუნების სერვისი გარკვეულ ღონისძიებებზე არ ვრცელდება, რადგან აღნიშნული საკითხი ორგანიზატორების მიერ წყდება.