დ. აღმაშენებლის გამზ. 132, თბილისი 12:00-22:00

აღწერა

რესტორანი „ბარბარესთან“ მეცხრამეტე საუკუნის მწერლის, ბარბარე ერისთავი- ჯორჯაძის 1914 წელს გამოცემული წიგნის - „სრული სამზარეულოს“ სრულიად ახლებურად გააზრების მშვენიერი შედეგია. თავისი ეპოქის უმნიშვნელოვანესი ფიგურა- მწერალი, ფემინისტი, პოეტი - 21-ე საუკუნის თბილისში გმასპინძლობთ და თავის შესანიშნავ სამზარეულოს გთავაზობთ, რომელიც, ისევე, როგორც თავად თბილისი, ევროპისა და აზიის გემოებსა და ფერებს აერთიანებს. სტუმრებს აქ მყუდრო გარემო, ქართულ ჰანგები, ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული კერძები, ღვინის მრავალფეროვნება და ხარისხიან მომსახურება დახვდება. „ბარბარესთან“ მასპინძელია ქურასბედიანების 11 შვილიანი ოჯახი, ოჯახის წევრები,ბრენდშეფი. შედიხარ მყუდრო, გემოვნებიან სივრცეში, სადაც მეცხრამეტე საუკუნის ატმოსფერო შავ-თეთრი ფოტოებით, ვინტაჟური ავეჯით, ულამაზესი ინტერიერით, გულდასმით მოფიქრებული დეტალებით გახსენებთ თავს და გასტრონომიულ მოგზაურობაში გიწვევთ. ის, რაც გენიალურია, ყოველთვის აქტუალურია, ასეა წიგნების, და, რასაკვირველია კულინარიის შემთხვევაში, თანაც „ბარბარესთან“ მხოლოდ კერძებს კი არ მიირთმევთ, ეპოქასა და კულტურასაც გაუსინჯავთ გემოს.

დღეს ხვალ
დაჯავშნა

5 B