ოქროს თევზი
აღწერა


მოხუცი მებადურის ბადეს უეცრად ჯადოსნური ოქროს თევზი ამოჰყვება. კეთილი ბერიკაცი თევზს ათავისუფლებს, ისევ ზღვაში უშვებს, შინ დაბრუნებული კი ცოლს ამ უცნაურ ამბავს უყვება, ანჩხლი დედაბერი მაშინვე აიძულებს, ოქროს თევზს სურვილები შეასრულებინოს. ბეჩავი მოხუცი კაპას ცოლს უარს ვერ უბედავს და ოქროს თევზს მისი სურვილების შესრულებას სთხოვს. ხარბი დედაბრის გაუმაძღრობას საზღვარი აღარ აქვს, ხან რა მოესურვება, ხან - რა, თუმცა, როგორც ყოველთვის, ზღაპრის ბოლოს ყველას თავისი მიეზღვება - გაუმაძღარი დედაბერი საბოლოოდ იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა .

07 დეკ
14 დეკ