აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
ფეხებზე დაკიდების ხელოვნება
აღწერა

თუ ფიქრობთ, რომ ჯოჯოხეთურ, მოჯადოებულ წრეში ხართ გამოკეტილი... თუ ადვილად ბრაზდებით, ძალიან სულელური, უმნიშვნელო რამეებიც კი გაცოფებთ და ვერ გაგიგიათ, რა არის ამის მიზეზი. თუ გაუთავებელმა ბუზღუნმა და გაღიზიანებამ წვრილმან, უბადრუკ ადამიანად გაქციათ და ეს ნერვებს გიშლით. თუ თავს ისე მოწყენილად და მარტოსულად გრძნობთ, რომ ამაზე ერთი გაფიქრებაც კი გიმძაფრებთ სევდას,

მაშინ:

ისტორიები, რომლებსაც ღონისძიების დროს მოისმენთ, დაგარწმუნებთ, რომ ბედნიერება სწორედ პრობლემის მოგვარებას მოაქვს. გაიგებთ, რომ წარმატების გზა სწორხაზოვანი სულაც არ არის.

სპიკერები, რომლებიც თავიანთ სფეროში ლიდერები გახდნენ, გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, მოგიყვებიან იმ დაბრკოლებებზე, რომლებიც უბრალოდ ფეხებზე დაიკიდეს და მიაღწიეს წარმატებას.

14 აგვისტოს, 19:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ღონისძიების სპიკერები იქნებიან:

რევაზ კოპალაძე - კომპანია Caucasus Online-ის გენერალური დირექტორი.

დავით ჩიკვაიძე - „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების კონსულტანტი.

ანდრო დგებუაძე - ტრენერი, ბლოგერი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ახალი წიგნის - ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების წარდგენა.

მისამართი: რუსთაველის ქუჩა 28, სასტუმრო შერატონი, ბათუმი.

დრო: 14 აგვისტო, 19:00 საათი.