აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
ეკო ფესტი
აღწერა
ჩვენი პლანეტის მწვანე საფარი და მისი ბიომრავალფეროვნება პირდაპირ კავშირშია იმასთან თუ რამდენად ჯანსაღ გარემოში ვთანაარსებობთ დედამიწის მკვიდრნი. ადამიანის სწორი დამოკიდებულება გარემოსადმი და იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ ვართ ევოლიუციის მაღალ საფეხურზე მდგომი არსებები, გვაძლევს დიდ პასუხისმგებლობას მოვუაროთ და ვიზრუნოთ დედამიწაზე, ჩვენს საერთო სახლზე. რაც საბოლოო ჯამში, ეკოლოგიური ვითარების ოპტიმიზაციისკენ გადადგმული მტკიცე ნაბიჯები იქნება. სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში, დედამიწაზე განვითარებული ძლიერი ხანძრების შედეგად დაზიანებული ტყეების ფართო მასივებმა განაპირობა ადამიანისა და ფაუნის წარმომადგენელთა უჩვეულო სიახლოვე, რამაც გამოიწვია ადამიანებში მწვავე ვირუსული ინფექციების გავრცელება. ზემოთ აღნიშნულმა კი თავის მხრივ საგანგაშო და უმართავი პროცესები დაძრა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაზიანდა ტყის მასივები. მასშტაბურმა ხანძრებმა, ადამიანის მიერ ტყის უმოწყალო ჩეხვამ და ხის დაავადებებმა პრაქტიკულად გაქრობის წინაშე დააყენა ისეთი სახეობები, რომელთა ფუნქციაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ეკოლოგიისთვის. საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში ჰაერის დაბინძურების დონემ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ჟანგბადის დეფიციტმა და ჰაერში მავნე ელემენტების არსებობამ, მკვეთრად დაასუსტა ადამიანის იმუნური სისტემა და ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლის უნარი. სწორედ ამიტომ, სივრცის გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავაფუძნოთ ყოველწლიური საზაფხულო ფესტივალი-"მწვანე სივრცე". შემოგვიერთდით! ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის ნებისმიერ ორგანიზაციასთან, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან და ყველასთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე და სურვილი აქვს შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ. 12 წლამდე ბავშვებისთვის უფასო და დაიშვებიან მხოლოდ მშობელთან ერთად. 16 წლამდე ბავშვები დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვანი პირის თანხლებით.