verified
Season Opening @ Republic - Robag Wruhme

27 სექტემბერი

locationრესპუბლიკა time27 სექტემბერი 2019 - 22:00

60B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
Republic Events და Club IVERIA გეპატიჟებათ სეზონის გახსნაზე და წარმოგიდგენთ ელექტრონული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ გერმანელ მუსიკოსს, პროდიუსერს, მრავალი ცნობილი ლეიბლისა და პროექტის თანამონაწილეს, გემანელ დიჯეის რობაგ ვრუჰმეს.
რობაგი 20 წელზე მეტია კლუბურ სცენაზეა, მისი შემოქმედება, შეიძლება ითქვას, პოპულარული ელექტრონული მუსიკის განვითარების მატიანეა. გერმანელი მუსიკოსის შემოქმედებითი გზა დაიწყო 1996 წელს Volker Kahl-თან ერტთად პროექტით Beefcake, რასაც კრიტიკოსებმა ექსპერიმენტალური ელექტორნიკა უწოდეს. ხოლო განსაკუთრებული აღიარება მოჰყვა ლეგენდარულ პროექტს Wighnomy Brothers Monkey Maffia (Sören Bodner)-თან ერთად, მათი ზოგიერთი ტრეკი კლასიკად იქცა. DJ Koze-ს ცნობილ ლეიბლთან Pampa-სთან და ასევე Kompakt-თან და Hypercolour-თან პარტნიორობამ რობაგ ვრუჰმეს მსოფლიო აღიარება მოუპოვა და მისი სახელი გლობალურ ფესტივალებზეც გაჟღედა. რობაგ ვრუჰმე ცნობილია ელექტრონული, აკუსტიკური და აკუსტიკურად მოდელირებული ჟღერადობების რთული გამიქსვით, რომელიც გარდაიქმნება მარტივ საცეკვაო მუსიკად.კიდევ უამრავი რამის დაწერა
შეიძლება მის შემოქმედებაზე, მაგრამ სჯობს გვეწვიოთ და თავად შეაფასოთ.

Doors Open: 22:00
Gio Shengelia: 23:00
Daria Zet: 04:30

I კალათა - 40 ლარი
II კალათა -50 ლარი
III კალათა - 60 ლარი

TBC Status - თიბისი სტატუსი კლიენტებისთვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
ლაუნჯის დასაჯავშნად დაუკავშირდით: +995577222223

Club IVERIA კლუბის წევრებს სთავაზობს განსაკუთრებულ პრივილეგიას ღონისძიების ნებისმიერი კატეგორიის ბილეთზე: Classic – 15%, Silver -30%, Gold-
50%, VIP - უფასო.
Club IVERIAს მომსახურების ცენტრი: +995322907777


27 სექტემბერი

locationრესპუბლიკა time27 სექტემბერი 2019 - 22:00

60B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად