Alternate Text
ლელა წურწუმია #50

04 ოქტომბერი

Alternate Textთბილისის სპორტის სასახლე Alternate Text04 ოქტომბერი 2019 - 20:00

25B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
4 ოქტომბერი, სპორტის სასახლე, ქართული ესტრადის პოპ-დივა - ლელა წურწუმია

ლელა განახლებული ჟღერადობით წარსდგება ერთგული მსმენლის წინაშე და ყველა დროის ყველასთვის საყვარელ სიმღერებს შეასრულებს.
ეს იქნება თბილისობის დღეების საუკეთესო დასაწყისი!

4 ოქტომბრის საღამოს პირველად შედგება ლელა წურწუმიასა და ელექტრონულ დუეტ Holy Moly-ს, ლაშა ყიფშიძისა და თინა ჯანელიძის საერთო ნამუშევრების, ლელას კომპოზიციების ელექტრონული ვერსიების პრეზენტაცია. პერფორმანსს თავისი ენერგიით შემოუერთდებიან თეა დარჩიას ცეკვის სახელოსნო "თედასი" და Mess Dance Studio. თქვენს განწყობაზე იზრუნებენ მოწვეული მომღერლებიც - სტეფანე მღებრიშვილი, მაკა ზამბახიძე, დუეტი ჯორჯია, ნოდიკო ტატიშვილი - რომლებიც ლელასთან ერთად დუეტით წარსდგებიან მსმენლის წინაშე. აქვე მოისმენთ მომღერლის უახლესი სიმღერის - წამიყვანე სიყვარულთან - პირველ ცოცხალ შესრულებას.
კონცერტს აკომპანირებას გაუწევენ პროფესიონალი მუსიკოსები.

ბენდი Nonstop:
დრამი - სანდრო სახამბერიძე
კლავიში - ნიკოლოზ ჩარკვიანი
ბასი - კოკა მამალაძე
გიტარა - ზურა კიკნაძე
საყვირი - არჩილ დავითაშვილი
საქსაფონი - დიმიტრი ლეკვეიშვილი

ბექ ვოკალი:
გიორგი თორაძე
ანა ჭუმბურიძე
ნათია ოქრუაშვილი
თათა ოქრუაშვილი

DJ SET:
HOLY MOLY

მოწვეული სტუმრები:
ბასი - ლევან დეისაძე
კლავიში - თამუნა შეყილაძე
პერკუსია - დიმიტრი საკანდელიძე
დუდუკები - დავით ქავთარაძე (უფროსი), დავით ქავთარაძე (უმცროსი)

რეჟისორი - დავით დოიაშვილი
სცენოგრაფია - ვანიკო ჭელიძე
პროდიუსერი - კახი მამულაშვილი

სპორტის სასახლის კარი 20:00-ზე გაიღება.

კარგი მუსიკა, გემოვნებიანი გაფორმება და სასიამოვნო ადამიანების გარემო - ეს არის ის, რაც ამ საღამოს დაუვიწყარს აქცევს. ეს არის ის, რაც არ უნდა გამოტოვოთ!

8 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ

04 ოქტომბერი

Alternate Textთბილისის სპორტის სასახლე Alternate Text04 ოქტომბერი 2019 - 20:00

25B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად