16 აგვისტო

ბათუმის ჩოგბურთის კლუბი 16 აგვისტო 2019 - 21:00

30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

სტეფანე - 16 აგვისტოს, ბათუმის კორტებზე განახლებული ჟღერადობითა და საკონცერტო პროგრამით წარსდგება მსმენელის წინაშე.

ბოლო წლების ყველაზე დატვირთული საკონცერტო გრაფიკის შემდეგ მუსიკოსი ახალი გრანდიოზული შოუს მონაწილეებად ამჯერად სცენის სხვადასხვა ჟანრის ვარსკვლავებს გააერთიანებს.

სტეფანეს საათნახევრიან კონცერტს აკომპანიმენტს გაუწევს ბენდი პროფესიონალ მუსიკოსთა შემადგენლობით, რომელსაც უერთდება საქართველოს ეროვნული ორკესტრის სიმებიანი და ჩასაბერი საკრავების შემადგენლობა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

პერფორმანსის სპეციალური სტუმრები იქნებიან ჰიპ-ჰოპ არტისტი DRO, მუსიკოსი და მომღერალი მაია დარსმელიძე, ერეკლე დეისაძე, ხოლო სპეციალურ DJ სეტს შეასრულებს ადგილობრივი ელექტრონული სცენის ერთ-ერთი ფავორიტი COSMIC LOVE ROTATION. შოუს გაფორმებაზე ქართული ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტისტი, Masterskey იზრუნებს.

16 აგვისტოს, სტეფანეს ახალ შოუზე, რომელიც ცოცხალი, საორკესტრო და ელექტრონული მუსიკის სინთეზი იქნება, ბათუმის კორტების კარი 21:00-ზე გაიღება.

მეორე კალათა გაიხსნება 11 აგვისტოდან და ბილეთის ფასი გახდება 25 ₾
კარზე ბილეთი ეღირება: 30 ₾


16 აგვ.

ბათუმის ჩოგბურთის კლუბი 16 აგვისტო 2019 - 21:00

30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

საერთო სივრცე (III კალათა) - 30 B

-
1
+
დააკლიკეთ რუკის სანახავად