Alternate Text
XX საუკუნის შედევრები

28 აგვისტო

Alternate Textი. ჭავჭავაძის სახ. პროფ. დრამატული თეატრი Alternate Text28 აგვისტო 2019 - 20:00

10B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
1. ბენჯამინ ბრიტენიუბრალო სიმფონია
2. პაბლო სარასატე კარმენ ფანტაზია
ანა-ლიზა ბეზროდნი – ვიოლინო

ანტრაქტი


3. სულხან ცინცაძემინიატურები

4. ვაჟა აზარაშვილიკონცერტი ჩელოსთვის
ან-ერიკ გუსტავსონი – ჩელო
ვახტანგ მაჭავარიანი დირიჟორი

ბენჯამინ ბრიტენი – უბრალო სიმფონია
ბენჯამინ ბრიტენი XX საუკუნის უდიდესი ამერიკელი კომპოზიტორია. მისი „ უბრალო სიმფონია“ მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქმნილებად არის მიჩნეული და „ა ლა ბაროკოს“ სტილში ორგანულად ჩაერთვება პროგრამაში. ბრიტენმა ის 20 წლის ასაკში დაწერა და სიმფონიის ოთხივე ნაწილი XVIII საუკუნის სუიტის ნაწილებივითაა.

პაბლო სარასატე – კარმენ ფანტაზია
,,კარმენ ფანტაზია" პაბლო დე სარასატეს ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნაწარმოებია. იგი შექმნილია ვიოლინოსთვის ჟორჟ ბიზეს „კარმენის“ თემაზე და პირველად შესრულდა 1882 წელს ფორტეპიანოს თანხლებით. "კარმენ ფანტაზია" არის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკურად რთული შესასრულებელი ნაწარმოები და ხშირად სრულდება სავიოლინო კონკურსებში. ოპერით შთაგონებული მღელვარე ტემპერამენტისა და შესასრულებლად ურთულესი ტექნიკის გამო იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავიოლინო ნაწარმოებად.

სულხან ცინცაძე – მინიატურები
ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა, სულხან ცინცაძემ თავის პირველ კომპოზიციაში ქართული ხალხური სიმღერა გამოიყენა და სიმებიანი კვარტეტისთვის მინიატურათა ნაკრების სახით გამოუშვა, რამაც მას მყისიერი წარმატება მოუტანა. ასევე დაწერილი აქვს რამდენიმე ოპერა, ბალეტი, სიმფონია და კონცერტი, თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებები სიმებიანი კვარტეტისთვის დაწერილი კომპოზიციებია.

ვაჟა აზარაშვილი – კონცერტი ჩელოსთვის
ვაჟა აზარაშვილი თავის შემოქმედებაში დიდ ყურადღებას უთმობს ინსტრუმენტული კონცერტის ჟანრს. 1969 წელს კომპოზიტორმა შექმნა კონცერტი ჩელოსა და კამერული ორკესტრისთვის. ნაწარმოები ამ ჟანრის ქართული მუსიკის საუკეთესო ქმნილებათა რიცხვში შევიდა. ის წარმატებით სრულდება როგორც ქართულ, ისევე ევროპის საკონცერტო დარბაზებში.

28 აგვისტო

Alternate Textი. ჭავჭავაძის სახ. პროფ. დრამატული თეატრი Alternate Text28 აგვისტო 2019 - 20:00

10B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად