22 აგვისტო - 25 აგვისტო

ანაკლია 22 აგვისტო 2019 21:00 - 25 აგვისტო 2019 23:59

Friends Package:
შეიძინეთ Echowaves-ის 5 ბილეთი ერთ ჯერზე და საჩუქრად მიიღებთ კიდევ ერთ ბილეთს ✨

Echowaves,
ახალი მუსიკალური ფესტივალი, საქართველოში, ულამაზეს საზღვაო კურორტ ანაკლიაში ტარდება. ღონისძიებაზე მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მთელ წელს გაგყვებათ. 22-25 აგვისტოს ჩათვლით 5 სცენაზე 150 არტისტი დაუკრავს. ანაკლია ახალი საფესტივალო ლოკაციაა. ღონისძიება შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ტარდება. ანაკლია დაბლობზეა განთავსებული, ჰორიზონტზე კი კავკასიონის ქედი მოჩანს. ქვეყნის მდიდარი ისტორიული წარსული ადგილობრივ წესჩვეულებებსა და არქიტექტურაზეა ასახული. დღის განმავლობაში შეგიძლიათ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთოთ, დაესწროთ ვორქშოფებს. ასევე, ეწვიოთ ღია კინოთეატრს და ახლომდებარე ლოკაციებიც მოინახულოთ. საფესტივალო ტერიტორიაზე კარვებიც დაგხვდებათ. ასე რომ, განტვირთვასა და დასვენებას აუცილებლად მოახერხებთ.

Echowaves კარვების ქალაქიCamp City Citrus გელოდება შენ!

თითოეული კარავი გათვლილია 2 ადამიანზე 4 დღის განმავლობაში.
- ხის კარკასი
- საძილე ლეიბი
- საძილე ტომარა
- პირადი ნივთების შესანახი სივრცე
- ტერიტორიაზე განთავსებულია ტუალეტი, დუში, საკვები ობიექტები და პარკინგი


22 აგვისტო - 25 აგვისტო

ანაკლია 22 აგვისტო 2019 21:00 - 25 აგვისტო 2019 23:59
დააკლიკეთ რუკის სანახავად